logo
ENG



სახლიდან გასვლის დროს ბაჩალიაშვილს მუქი, ხოლო მანქანაში თეთრი ფერის ზედა ეცვა - ახალი დეტალი

31 ივლ 202022:03
3 წუთის საკითხავი
clock 10646

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში ახალი დეტალი იკვეთება. ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი გადაცემაში „პოლიტმეტრი“ ამბობს, რომ მის შვილს სახლიდან გასვლის დროს მუქი ფერის ზედა ეცვა.

დედის განმარტებით, ბაჩალიაშვილი მისმა მეზობლებმა ნახეს, რომლებმაც შემდგომ უთხრეს, რომ მას შავი ფერის ზედა ეცვა. ამასთან, თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ მის შვილს მანქანაში პოვნის დროს ეცვა თეთრი ფერის ზედა.

„ჩემმა მეზობლებმა ნახეს, სახლიდან რომ გადიოდა და თქვეს, რომ ეცვა შავი. მე ვიცი, რომ თეთრი ეცვა, როცა მანქანაში იპოვეს. ფოტოებშიც ჩანს, რომ თეთრი აცვია“, - ამბობს ბაჩალიაშვილის დედა.

აღსანიშნავია, რომ სოფელ გოლთეთის მკვიდრები, სადაც ბაჩალიაშვილი იმყოფებოდა, ასევე მუქი ფერის ზედაზე საუბრობენ.

„რა ფერი ეცვა არ მახსოვს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ თეთრი არ იყო“, - აცხადებს ადგილობრივი „პოლიტმეტრის“ ეთერში.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.


close დახურვა