logo
ENG



სერგეი შამბა: სოხუმი მზადაა, დამნაშავე თბილისს გადასცეს

22 ოქტ 202011:49
3 წუთის საკითხავი
clock 1309
nmgeowrfixhrwnd.jpg

სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ არარეალური უწოდა საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაქცეული თავდამსხმელის მიერ ე.წ. საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობას. ამის შესახებ მან SOVA-ს განუცხადა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ მსგავსი ფაქტი მაინც მოხდა და თავდამსხმელმა ე.წ. საზღვარი გადაკვეთა, სოხუმი მზად არის დამნაშავე თბილისს გადასცეს.

ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელმა ყველა მძევალი გაათავისუფლა, თავად კი გაიქცა. შსს-ს ინფორმაციით სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.


close დახურვა