logo
ENG



სომხეთის მთავრობა: მთიან ყარაბაღში რამდენიმე ჟურნალისტი დაჭრეს

01 ოქტ 202017:32
3 წუთის საკითხავი
clock 605
68wjl9l2xflvei5.jpg

სომხეთის მთავრობის ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში ფრანგული გამოცემა Le Monde-ს 2 ჟურნალისტი დაიჭრა.

მოგვიანებით, სომხეთის მთავრობამ კიდევ ერთი Twitter-პოსტი გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ დაპირისპირების დროს კიდევ ორი მედიის ჟურნალისტი დაიჭრა. საუბარია 24news.am-სა და Armenia TV-ზე.

მათი ცნობით, აზერბაიჯანმა საარტილერიო დარტყმა ავტომობილზე მიიტანა, რომელსაც ჟურნალისტები გადაჰყავდა. დაჭრილი ჟურნალისტები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანმა სამხედრო იერიში მიიტანა.

სომხეთის პრემიერმინისტრის პრესმდივნის თქმით, დაიბომბა სოფლები და ქალაქი სტეფანაკერტი. ფაშინიანმა მალევე საომარი მდგომარეობა და საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. ოფიციალური აზერბაიჯანი კონფლიქტის გაღვივებაზე მთელი პასუხისმგებლობას სომხეთს აკისრებს. მედიებში გარდაცვლილებთან დაკავშირებით განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება. 

სომხეთისა და აზერბაიჯანს შორის ვითარება 2020 წლის ივლისშიც გამწვავდა. სამხედრო კონფლიქტი მაშინ არა ყარაბაღში, არამედ ტავუშისა და ტოვუზის რეგიონებს შორის მდებარე საზღვართან მოხდა. 


close დახურვა