logo
ENG



სოსო ფხაკაძე: არ გამოვრიცხოთ, რომ ეკონომიკურ რუკაზე შეიძლება ადგილი დავიკავოთ

05 აპრ 202023:15
3 წუთის საკითხავი
clock 451

ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ პანდემიისგან გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემებზე ისაუბრა.

როგორც ფხაკაძემ გადაცემაში განაცხადა, საქართველო მსოფლიო პანდემიას ამ ეტაპზე კარგად უმკლავდება და ამან შესაძლოა საშუალება მოგვცეს, რომ ეკონომიკურ გამოწვევებსაც გავუმკლავდეთ.

„ამ ყველაფერმა შეიძლება სარგებელი მოგვიტანოს მოკლევადიან პერსპექტივაში. ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მსოფლიო ეკონომიკურ რუკაზე, თუნდაც იმიტომ რომ თითქოს ძალიან ეფექტურად ვებრძვით მსოფლიო პანდემიას, რაღაც ჩვენი ადგილი მოვიპოვეთ. ეს საფუძველს გვაძლევს ვთქვათ, რომ ამ ნაწილში გამორჩეული ქვეყანა ვართ. ეს გლობალური კრიზისი, რომელმაც მსოფლიო მოიცვა მოქმედებს თითოეულ ადამიანზე. ამ ყველაფრის ფონზე, როცა სტატიებს ვხედავ იმაზე, რომ როგორი ეფექტურია საქართველო - ეს ძალიან მისასალმებელია და ეს არის ერთ-ერთი შესაძლებლობა, რომ პოსტკრიზისულ პერიოდში ეკონომიკურ გამოწვევებს გავუმკლავდეთ და არ გამოვრიცხოთ, რომ ეკონომიკურ რუკაზე შეიძლება ადგილი დავიკავოთ“,-განაცხადა სოსო ფხაკაძემ.


close დახურვა