logo
ENG



სპეციალისტების თქმით, კვირის ბოლომდე კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 400-მდე გაიზრდება

08 აპრ 202010:10
3 წუთის საკითხავი
clock 302

სპეციალისტები  კვირის ბოლომდე  კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობის 400-ამდე გაიზრდას ვარაუდობენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მიმდინარე თვე ყველაზე კრიტიკული იქნება, ინფიცირების შემთხვევები ყოველკვირეულად გაორმაგდება და ეს პროცესი მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.

"ვპროგნოზირებთ, რომ ამ კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს 150-დან 400-მდე დადასტურებული შემთხვევა. აპრილი, მაისის პირველი ორი კვირა იქნება საკმაოდ რთული",-განაცხადა გამყრელიძემ. 

სპეციალისტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ თბილ სეზონზე კორონავირუსმა შესაძლოა უკან დაიხიოს და ინფიცირების შემთხვევები კლებისკენ წავიდეს.

ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული  208 შემთხვევა. მათ შორის 46 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი საქართველოში პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში გამოცხადებულია კარანტინი და მოქმედებს საკომენდანტო საათი. 


 


close დახურვა