logo

სულხან სალაძე: საარჩევნო უბნებზე შეკრება 100 მეტრის რადიუსზე უნდა იკრძალებოდეს

clock 30 ივნ 202017:50

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მსჯელობენ. სხდომაზე იმყოფებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, რომლებმაც თავიანთი წინადადებებიც წარადგინეს.

ახლგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, სულხან სალაძის თქმით, საარჩევნო უბნებზე 100 მეტრის რადიუსში შეკრება უნდა იზღუდებოდეს. როგორც სალაძე ამბობს, წლების განმავლობაში საარჩევნო უბნების მიმდებარედ იკრიბებოდნენ ადამიანები, რომლებსაც საარჩევნო უბნებთან შეხება არ ჰქონიათ.

„ყველაზე საკვანძო მათ შორის ეს არის ამომრჩევლის მხრიდან ნების თავისუფალი გამოვლენის კონტროლი. ჩვენ გვინახავს წლების განმავლობაში, როდესაც საარჩევნო უბნების მიმდებარედ იკრიბება ძალიან ბევრი ადამიანი, აქ საუბარია კოორდინატორებზე და იმ პირებზე, რომლებსაც არ აქვთ უშუალო შეხება საარჩევნო პროცესთან. ეს შეზღუდვა უნდა იყოს 100 მეტრის რადიუსში და არა 25 მეტრი, როგორც მაგალითად შემოთავაზებულ ვერსიაშია“,-აცხადებს სულხან სალაძე.

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს დეპუტატები კენჭს ხვალ, პირველი მოსმენით, რიგგარეშე სესიაზე უყრიან.  დოკუმენტი კი საბოლოოდ 2 ივლისამდე დამტკიცდება.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა