logo
ENG



სურგულაძე კოვიდსტატისტიკაზე: თუ ველოდებოდით რაოდენობის გაზრდას, რატომ არაფერი გავაკეთეთ?

14 სექ 202020:51
3 წუთის საკითხავი
clock 490
aadjhyysoh8gkck.jpg

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში ვატო სურგულაძე ფიქრობს, რომ კოვიდინფიცირებულთა სტატისტიკით მანიპულირება ხელისუფლებისთვის მარტივია.

ექსპერტისთვის გაუგებარია, რატომ არ მიიღო ხელისუფლებამ შესაბამისი ზომები, თუ მეორე ტალღის დროს ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა იყო მოსალოდნელი.

"ამ რიცხვებით მანიპულირება თავისუფლად შეიძლება. მით უმეტეს ამ ქვეყანაში, სადაც პრაქტიკულად ყველაფერი არის დამოკიდებული პოლიტიკურ ნებაზე, მმართველი პარტიის პოლიტიკურ ნებაზე - მინდა გავზრდი რაოდენობას, მინდა შევამცირებ. ამის შემმოწმებელი არავინ არის. ეს არის რეალური პრობლემა - როდის იყო სწორი რიცხვები?! გაზაფხულზე თუ ახლა?! თუ ველოდებოდით, რომ გაიზრდებოდა რაოდენობა, რატომ არაფერი გავაკეთეთ?!", - აღნიშნა ვატო სურგულაძემ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის სტატისტიკა მატულობს. წარმოიქმნა რამდენიმე ახალი კლასტერი. მხოლოდ დღეს, ქვეყნის მასშტაბით ვირუსით ინფიცირების 165 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 108 აჭარაშია. 


close დახურვა