logo
ENG



სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტი: მაღაზიები ყველა პროდუქტითაა შევსებული

03 აპრ 202011:25
3 წუთის საკითხავი
clock 260

სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი თენგიზ კალანდაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში პროდუქტების დეფიციტის ან მათზე ფასების ზრდის საშიშროება არ იქნება.

კალანდაძის თქმით, მათ 6 საბითუმო ბაზა შეარჩიეს, მარნეულსა და ბოლნისში, სადაც პროდუქტებს დატოვებენ. მისი განცხადებით, სურსათზე ფასი შენარჩუნდება და არ მოიმატებს.

„ის პირობები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ განსაზღვრა და პროტოკოლებით არის მოცემული თუ რა უნდა დაიცვას პერსონალმა მოძრაობის დროს, მძღოლი არის ეკიპირებული - აქვს პირბადე, სადეზინფექციო ხსნარი, ხელთათმანი. მძღოლი მიდის დანიშნულების ადგილზე, იღებს პროდუქციას და მოდის უკან - ამას პატრული აკონტროლებს.

"იმ პიკურ დღეებში, როდესაც ზედმეტი მარაგი აიღო ჩვენმა მოსახლეობამ, დავინახეთ, რომ არც ერთი დახლი ცარიელი არაა, აბსოლუტურად ყველა პროდუქტით შევსებულია მაღაზიები. იგივე მდგომარეობაა საკარანტინო ზონაშიც და დეფიციტი არ შეინიშნება“, - განაცხადა კალანდაძემ.


close დახურვა