logo
ENG



სუს: ველოდებით, რომ ხვიჩა მღებრიშვილს ხვალ გაათავისუფლებენ

24 სექ 202017:44
3 წუთის საკითხავი
clock 916
yxhjfjgdvfvlgvt.png

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ირაკლი ანთაძემ ერგნეთში მორიგი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ხვალ, 25 სექტემბერს შესაძლოა, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი გაათავისუფლონ. 

"გვაქვს პოზიტიური სიგნალი უკანონოდ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილის მიმართ. ველოდებით, რომ მას ხვალ გაათავისუფლებენ. გრძელდება მუშაობა, რომ ყველა დაკავებული დაუბრუნდეს ოჯახს შემჭიდროებულ ვადებში", - თქვა ირაკლი ანთაძემ.

სუს-ის წარმომადგენელმა ასევე, თქვა, რომ შეხვედრაზე დააყენეს კიდევ ერთი უკანონო პატიმრის, ზაზა გახელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი:

"მოვითხოვეთ საქმის კურსში ჩაგვაყენონ იმ სამედიცინო პროცედურებზე, რაც უტარდება მას. მისი მდგომარეობა ნორმალურია და შეესაბამება მიღებულ ჭრილობას".

მისივე თქმით, ერგნეთის შეხვედრაზე განიხილეს ყველა ინციდენტი, რასაც ადგილი ჰქონდა წინა შეხვედრიდან დღემდე.

ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს გაიტაცეს. დაკავებისას ის ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.


close დახურვა