logo
ENG



ტვ ოდიში კადრებს ავრცელებს, რომელშიც ზუგდიდში თავდამსხმელი მათი ოპერატორისკენ ისვრის

22 ოქტ 202016:59
3 წუთის საკითხავი
clock 4080
9u0tk2zttc3orfz.png

ადგილობრივი ტელეკომპანია ოდიში კადრებს ავრცელებს, თუ როგორ ისვრის საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი, მათი ოპერატორის მიმართულებით.  მანამდე, ოპერატორი ბანკის მინის კედლის მიღმა იღებდა ფილიალში, იატაკზე დაწოლილ მძევლებსა და იქვე მყოფ შეიარაღებულ პირს. მას შემდეგ, რაც თავდამსხმელმა ოპერატორი დაინახა, მისი მიმართულებით ორჯერ გაისროლა. ვიდეო გრძელდება იმით, რომ მან ჩართული კამერით მოახერხა გაქცევა. 

ზუგდიდში მდებარე საქართველოს ბანკში გუშინ, 21 ოქტომბერს მძარცველი შეიჭრა. მან მძევლები აიყვანა და 500 000 დოლარს ითხოვდა. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ის ბანკიდან სამ მძევალთან ერთად წავიდა, მოგვიანებით ისინი გაათავისუფლა და ფულთან ერთად გაიქცა. შსს-ში ამბობენ, რომ მისი სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

 


close დახურვა