logo
ENG



ტიკარაძე: ამ ეტაპზე ექიმების დამატებითი მობილიზაცია არ იგეგმება

08 აპრ 202014:27
3 წუთის საკითხავი
clock 442
97tdvn8ek947agh.png

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ექიმების დამატებითი მობილიზაცია არ იგეგმება.

როგორც მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ დროისთვის მუდმივი სწავლება მიმდინარეობს ოჯახის ექიმებისთვის, რათა მათი საქმიანობა საკარანტინო ზონებში უსაფრთხო და ეფექტური იყოს.

„არ გვაქვს დეფიციტი ექიმების რესურსში და ამ ეტაპისთვის არ იგეგმება დამატებითი მობილიზაცია, თუმცა იმ პროფესიებთან მიმართებაში, როგორებიც არიან რეანიმატოლოგები, ინფექციონისტები და მოქმედი კადრები, მათი მობილიზაცია უკვე მოვახდინეთ. ასევე მუდმივი მონიტორინგი და სწავლება მიმდინარეობს ოჯახის ექიმების, რათა მათ მიერ შემდგომში განხორციელებული მკურნალობა საკარანტინო ზონებში ჩვენი პაციენტებისთვის იყოს უსაფრთხო და ასევე ეფექტური“, - განაცხადა მინისტრმა.


close დახურვა