logo
ENG



ტიკარაძე: ივანიშვილი ნამდვილად არ არის ოლიგარქი

30 ივლ 202014:07
3 წუთის საკითხავი
clock 2363
ტიკარაძე: ივანიშვილი ნამდვილად არ არის ოლიგარქი

ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად არ არის ოლიგარქი, - ასე ეხმაურება ჟურნალისტებთან ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსადმი 6 ამერიკელი კონგრესმენის წერილს, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი "რუს ოლიგარქად" არის მოხსენიებული. ტიკარაძე ამტკიცებს, რომ წერილში ივანიშვილი ოლიგარქად არ არის მოხსენიებული.

მისი თქმით, პირიქით, ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიის განვითარების გარანტია.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობა ერთობლივად შევძლებთ და საქართველოში დაიწყება და გაგრძელდება ის დემოკრატიული პროცესები, რომელიც უკვე 8 წელია მიმდინარეობს. რასაც ვიცნობ ამ წერილს, მსგავსი შინაარსი არ ამომიკითხავს, ოლიგარქად ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებული არ არის", - განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, კონგრესმენები სახელმწიფო მდივანს წერენ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, მიზანმიმართულად აძევებს ამერიკულ ბიზნესებს საქართველოს კერძო სექტორიდან და ადგილს რუსულ, ჩინურ და ირანულ კომპანიებს უთმობს. 


close დახურვა