logo

ტიკარაძე: შესაძლოა, დღეს კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ და შემდგომ გამკაცრებებზე გადაწყვეტილება მივიღოთ

clock 08 აპრ 202014:39

კორონავირუსთან ბრძოლისთვის შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ, შესაძლოა, რამდენიმე რეგიონში შემოღებული ზომები კიდევ უფრო გაამკაცროს.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ვანში, ქობულეთსა და სამეგრელოში შიდა გავრცელების შემთხვევებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

„დღეის მდგომარობით საბჭომ იმსჯელა და ბოლნისის მოდელის განხილვა ამ არ განიხილება. თუმცა ამ რეგიონებში მიმდინარეო მოვლენები არის საყრუდღებო. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს დეტალური გამოძიება, გამოკვლევა კონტაქტების. შეიძლება დამატებით დღეს საღამოს კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ და მივიღოთ გადაწყვეტილება შემდგომ გამკაცრებებზე“, - განაცხადა მინისტრმა.

 

 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა