logo

ტიკარაძე ვანზე: ვმსჯელობთ დამატებით ღონისძიებებზე, რომლებიც იქნება განხორციელებული დღის განმავლობაში

clock 08 აპრ 202014:23

ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ ვანში უფრო მკაცრი ღონისძიებები გატარდეს.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ვანში უკვე გამოკვლეულია 5000 მოქალაქე და საკოორდინაციო საბჭო დღის განმავლობაში იმსჯელებს დამატებითი ღონისძიებების შესახებ.

„ამ ეტაპზე ვანში მიმდინარეობს ინტენსიური თერმოსკრინინგი, გამოკვლეულია 5000 მოქალაქე. ჩვენ ვმსჯელობთ დამატებით ღონისძიებებზე, რომლებიც იქნება განხორციელებული დღის განმავლობაში", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა