logo

ტიკარაძე - ხსნარები, რომლითაც ქუჩების მორეცხვა ხდება ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველი არ არის

13 აპრ 202015:26
3 წუთის საკითხავი
clock 232

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ სადეზინფექციო ხსნარი, რომლითაც ქუჩების მორეცხვა ხდება, ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო არ არის.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მორეცხვის სამუშაოებისთვის სხვა ქვეყნებშიც იგივე საშუალებებს იყენებენ.

„ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრაქტიკა, ბევრი ქვეყანა მიმართავს ამ ზომებს, ჩვენ დეტალურად გვაქვს გავლილი რა საშუალებებით მიმდინარეობს მორეცხვა. არ ჩავთვლიდი, რომ ეს არის ზედმეტი რაოდენობით. შედგენილია გრაფიკი და ჯერადობა რამდენ ხანში ერთხელ და რა მასალით იქნება ქუჩები მორეცხილი, აქედან გამომდინარე, ვთვლით, რომ ეს არანაირ რისკს ჯანმრთელობასთან მიმართებაში არ შეიცავს“, - განაცხადა მინისტრმა. 

close დახურვა