logo

ტრამპს, კონგრესის თანხმობის გარეშე ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყების უფლება შეეზღუდა

clock 0 clock 139 clock 14 თებ 202008:21

შეერთებული შტატების სენატმა დონალდ ტრამპს, კონგრესის თანხმობის გარეშე ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყების უფლება შეუზღუდა.  

რეზოლუციას, რომელიც 55-ი ხმით 45-ის წინააღმდეგ იყო დამტკიცებული, რვა რესპუბლიკელი სენატორიც მიემხრო.

დოკუმენტის თანახმად, გამონაკლისს მხოლოდ ის შემთხვევები წარმოადგენს, როდესაც საუბარი ქვეყნისთვის უშუალო საფრთხის აღკვეთას ეხება. კენჭისყრის დაწყებამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მსგავსი შეზღუდვების დაწესება საშიშია და სენატს მოუწოდა რეზოლუციას მხარი არ დაუჭიროს.

 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა