logo
ENG



ტურძელაძე: 15 წლის ინფიცირებული გოგოს მდგომარეობა მძიმეა, მართვით სუნქთვაზეა შეერთებული

17 ოქტ 202014:53
3 წუთის საკითხავი
clock 17545

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის თქმით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 15 წლის მოზარდია მოთავსებული, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

როგორც ტურძელაძე "ფორმულასთან" ამბობს, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 

"15 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა, კრიტიკულია. ის მართვით სუნთქვაზეა შეერთებული". 

ტურძელაძემ დამატებითი ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავი შეიკავა, რადგან პაციენტი არასრულწლოვანია. 

დღეს, 17 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსი 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 214 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 4 პაციენტი. 

ჯამში საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით დაინფიცირდა 16 285 ადამიანი. აქედან, გამოჯანმრთელებულია 7 827 პაციენტი, ხოლო 128 გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში 11 185 ტესტი ჩატარდა. 


close დახურვა