logo
ENG



უგულავა: ნებისმიერ პარტიას აქვს სურვილი თავისი გუნდიდან იყოს პრემიერობის კანდიდატი

03 ივნ 202008:17
3 წუთის საკითხავი
clock 304

კვლავ უცნობია პარტიები მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატებს წარადგენენ თუ დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას. საკითხზე განსხვავებული მოსაზრებებია. მათ შორის გაჟღერდა მოსაზრება, რომ შესაძლოა პარტიები საერთო კანდიდატებით მხოლოდ მეორე ტურში წარდგნენ, თუმცა ამ იდეას კრიტიკოსები გუშინვე გამოუჩნდნენ.

განხილვის თემა არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურაც იყო. "ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მომავალი პრემიერ-მინისტრი „ევროპული საქართველოს" წევრი უნდა იყოს. გიგი უგულავას თქმით კი ნებისმიერ პარტიას აქვს უფლება და სურვილი კანდიდატი სწორედ მისი გუნდიდან იყოს.

"დღეს საუბარი მეორე ტურზე, თანამშრომლობაზე, როცა ახლა თუ ვერ შევთანმხდით; მცირეზე თუ ვერ თანხმდები ახლა, დიდზე როგორ შეთანხმდები. ესე იგი არაგულწრფელი პოზიციაა, რაც ფაქტობრივად ამომრჩევლისთვის ზურგის შექცევაა. გიგას განცხადება იყო ის, რომ ნებისმიერ პარტიას აქვს სურვილი თავისი გუნდიდან იყოს პრემიერობის კანდიდატი, თუმცა ჩვენ ამ მიმართულებით გახსნილები ვართ",-აცხადებს გიგა ბოკერია. 

ამავე დროს, ოპოზიციური პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ თანამდებობების განაწილებაზე საუბარი ნაადრევია. თუმცა, გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ ამომრჩევლებმა წინასწარ უნდა იცოდნენ როგორ დაკომპლექტდება მთავრობა, არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში.

"მაჟორიტარულ ოლქებში, მნიშვნელოვანია შედგეს იმ ოპოზიციურ პარტიებში, რომელთაც სურთ საბოლოო ჯამში საერთო დიდი კუალიციური მთავრობა ჩამოვაყალიბოთ. გაერთიანებულ ოპოზიციას "ძალა ერთობიაშია" ალბათ უნდა ჰყავდეს პრემიერობის კანდიდატი. ესაა ჩვენი საარჩევნო კანდიდატი, რადგან როცა ადამიანი ცვლილებებს აძლებს ხმას, გარკვეული უნდა იყოს ყველაფერი პერსონალურად, ვინ იღებს პასუხისმგებლობებს. რაც შეეხება ამ საკითხს, ვფიქორბ ჯერ ადრეა გადაწყვეტილებების მიღება და გარკვული დროის, კვლევის შემდეგ, ვის მეტი ნდობა აქვს, ამის შემდეგ უნდა შევჯერდეთ და ჩამოვყალიბდეთ კანდიდატებთან დაკავშირებით",-აცხადებს გიორგი ვაშაძე. 

პრემიერობის კანდიდატის განხილვა ამ ეტაპზე რომ ნაადრევია, აღნიშნულს ეთანხმებიან "ნაციონალურ მოძრაობაშიც". პარტიაში მიაჩნიათ, რომ ჯერ სხვა საკითხებია გასავლელი, მათ შორის საერთო სტრატეგიის შემუშავება.

"ჩვენ დავიწყებთ კონსულტაციებს უახლეს დღეებში იმ ფორმატში, რაც ლეიბორისტულ პარტიაშია. ბუნებრივია, კარგი იქნება თუ მივაღწევთ შეთანხმებას ერთიან კანდიდატებზე. ნაადრებია ჯერ საერთოდ პრემიერობის კანდიდატზე საუბარი. ჯერ სხვა თემებზე გვაქვს შესათანხმებელი, მათ შორის რა სტრატეგიით გავდივართ არჩევნებზე და პრემიერობის კანდიდატი უკვე მომდევნო განხილვის თემაა",-განმარტავს ზაალ უდუმაშილი. 

ზურაბ ჯაფაირძის თქმით კი, "გირჩისთვის" მაჟორიტაორბა საინტერესო არაა. მთავარია ოპოზიცია კვლავ შეთანხმებულად მოქმედებდეს და თუ რაიმე იცვლება, ამის შესახებ დროულად გახდეს ცნობილი. 

"გირჩს არ აქვს საერთოდ ამბიცია მაჟორიტარობაზე. ეს არაა ჩვენთვის საინტერესო. გამომდინარე იქიდან, რომ მართლა მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, კონკურენტები არ დავუყენოთ და ოპოზიციის ხმები არ გაიხლიჩოს, ამას ვეთანხმებოდით თვეების განმავლობაში, ახლაც ამ აზრზე ვართ. თუ ამ მიმართულებით რაიმე იცვლება, მინიმუმ გვაინტერესებს რატომ იცვლება",-აღნიშნავს ზურაბ ჯაფარიძე. 

კანდიდატებზე მსჯელობენ მმართველ გუნდში, სადაც როგორც ირკვევა გარვეული მონახაზი უკვე არსებობს. რატი იონათამიშვილის თქმით, ამის შესახებ მალე გახდება ცნობილი. 

"რაც შეეხება საარჩევნო სიებს, როგორც მაჟორიტარებს, ასევე პროპორციულს, მიმდინარეობს კონსლუტაციები. არის გარკევული მონახაზი და ყველაფერი თავის დროზე გახდება ცნობილი. ცხადია პარტია, რომელიც ხვალინდელ დღეზეა ორიენტირებული, მუშაობს რომ იყოს ახალი კანდიდატებიც, რაც ჩვენს საზოგაოდოებას სჭირდება",-აცხადებს რატიო იონათამიშვილი.




close დახურვა