logo

უგულავა: სააკაშვილს შეუძლია, ცაში აგიყვანოს, ანგელოზად წარმოგაჩინოს და მერე ტალახში გაგორაოს

12 ოქტ 202022:17
3 წუთის საკითხავი
clock 4 clock 861

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგი უგულავა ფორმულას ეთერში ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პასუხობს და ამბობს, რომ მისი "არც ქების სჯერა და არც ძაგების", რადგან მის "სიტყვებს ფასი აქვს დაკარგული".

"მას დღეში შეუძლია ასჯერ ცაში აგიყვანოს, ანგელოზად წარმოგაჩინოს და მერე იქვე ცხრაასჯერ ტალახში გაგორაოს. ამიტომ არის, რომ მის სიტყვებს ფასი აქვს დაკარგული და სწორედ ეს არის გულის ტკივილის საგანი.

დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში რომელიც ერთი კაცის ხუშტურებით იმართება და მისი სახელი არის ბიძინა ივანიშვილი და ხალხმა იბრძოლა პროპორციული არჩევნებისთვის იმიტომ, რომ პროპორციულის მედლის მეორე მხარეს წერია კოალიციური მთავრობა, სადაც გამორიცხულია ყველანაირი მე, მე, მე და არის ჩვენ.

და თუ ჩვენ არ გადავედით ასეთ მართვაზე მაშინ ვერ შევძლებთ იმ გარდამტეხი ცვლილების მოყვანას ქვეყანაში, რასაც ჩვენგან ჩვენი საზოგადოება ითხოვს", - ამბობს გიგი უგულავა.

მანამდე, მიხეილ სააკაშვილმა ევროპული საქართველოს განცხადებაზე დასმული კითხვისას თქვა, რომ მისი დროის ნაწილი არ ეძღვნება "არცთუ ისე დიდი მხარდაჭერის პოლიტიკოსების განცხადებას" და ამიტომ არ შეაფასებს მას.

ტვპირველზე, გადაცემა საჯარო პოლიტიკის წამყვანმა მას ჰკითხა: "[ევროპული საქართველოს ლიდერები] ვანო მერაბიშვილს ასახელებენ, რომ მიხეილ სააკაშვილში მან ყველაზე ბნელი ინსტინქტები გააღვიძა. [...] მიზანი რაშია ამ ყველაფრის?"

სააკაშვილმა კი პასუხისას საკუთარ თავზე ისაუბრა და თქვა, რომ ის არის "ყველაზე კომპეტენტური ადამიანი, რომლსაც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა შეუძლია".

 



close დახურვა