logo
ENG



უგულავა მთავრობის დახმარებაზე: შეურაცხმყოფელია, მაგრამ სანამ გვიჭირს, დაიბრუნეთ ქონება

06 აგვ 202012:41
3 წუთის საკითხავი
clock 1262

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა მთავრობის მიერ დაანონსებულ ფინანსურ დახმარებას შეურაცხმყოფელს უწოდებს. უგულავა მიიჩევს, რომ მოქალაქეებმა უნდა მიიღონ მთავრობისგან შეთავაზებული დახმარება, შემდგომ კი არჩევნებზე სწორი გადაწყვეტილება მიიღონ და ოპოზიციას მისცენ ხმა. 

"გახარიას ვითომ წყალობა არის ფარისევლობა, ტყუილი და ერთადერთ რამეს მიანიშნებს. ხალხო, თუ გინდათ, აი, ასეთ ღორ მთავრობას გააგდებინოთ კაკალი, ზუსტად ასე, მთელი ერთი წლის მანძილზე, როგორც სახრეს ურტყამდით, აი ასე უნდა გააგრძელოთ მანამ, სანამ არ გადავირჩევთ.

ეს მთავრობა სხვა არაფერზე რეაგირებს, ამიტომ, გამოართვით ყველას ყველაფერი იმიტომ, რომ ეს გეკუთვნით თქვენ და არა გახარიას და ივანიშვილს და არჩევნებზე მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ასე სამათხოვროდ, წყალობით და ვიღაცის ხელის ბიჭად საქართველო არ უნდა გადაიქცეს.

ეს შეურაცხმყოფელია, მაგრამ სანამ გვიჭირს, დაიბრუნეთ თქვენი ქონება, გააგდებინეთ ყვავს კაკალი პირიდან და არჩევნებზე შემოხაზეთ ოპოზიცია და გავუშვათ ეს უმაქნისები და მავნებლები და გავიყვანოთ ქვეყანა გამარჯვებისა და განვითარების გზაზე", - ამბობს უგულავა. 

გახარიამ დღეს განაცხადა, რომ 80 000 მოქალაქე, რომელმაც დოკუმენტების შეგროვება ვერ მოახერხა ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს მიიღებს.

მისი თქმით, მთავრობა განაგრძობს კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას და ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით, თვეში 200 კილოვატ-საათი ელექტროენერგიისა და 200 კუბური მეტრი გაზის საფასურს თავად დაფარავს.

გახარიამ ასევე განაცხადა, რომ 18 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებს მთავრობა ერთჯერადად 200 ლარით დაეხმარება, ხოლო სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, რომელთა ქულაც 150-მდეა, ერთი სემესტრის სწავლის საფასური დაუფინანსდებათ.


close დახურვა