logo
ENG



უგულავა უდუმაშვილს: ზუგდიდი ირჩევს ზუგდიდელსო, სანდრა რულოვსი ზუგდიდის რომელი სოფლიდანაა?

23 სექ 202023:45
3 წუთის საკითხავი
clock 1457
უგულავა უდუმაშვილს: ზუგდიდი ირჩევს ზუგდიდელსო, სანდრა რულოვსი ზუგდიდის რომელი სოფლიდანაა?

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას, ზაალ უდუმაშვილის განცხადებას "ზუგდიდი ირჩევს ზუგდიდელს" ეხმიანება. უგულავას აინტერესებს, სანდრა რულოვსი ზუგდიდის რომელი სოფლიდან არის, რადგან ჯერ მაჟორიტარად და შემდეგ მერობის კანდიდატად იყრიდა კენჭს.

"ზუგდიდი ირჩევს ზუგდიდელსო. ძვირფასო მეგობარო, სანდრა ელისაბედ რულოვსი ხომ ვერ მეტყვი ზუგდიდის რომელი სოფლიდან ან უბნიდანაა ჯერ მაჟორიტარი და მერე საერთოდ მერზე რომ იყრიდა კენჭს? თუ ბელადის ოჯახის წევრებს წარმოშობის სერთიფიკატს არ ვუმოწმებთ? ვერ ხვდებით, რომ უხერხულად სამარცხვინოდ გამოიყურებით, როცა ქოცი ჩიქოვანის მსგავსად იკბინებით. ისე ძალიან კი ემსგავსებით ერთმანეთს“, - წერს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი.

უგულავას იმედი აქვს, რომ ზუგდიდის მაჟორიტარი კანდიდატი მალხაზ ჯალაღონია უდუმაშვილისგან განსხვავებით, სხვანაირად უყურებს ზუგდიდისა და ქვეყნის მომავალს.

"პ.ს. ბატონ მალხაზს არ ვიცნობ, ასე გაკითხვით მხოლოდ კარგ ექიმად დამიხასიათეს. ვუსურვებ მალე და ჯანმრთელად დაეღწიოს თავი თვითიზოლაციისთვის. იმედი მაქვს კონფერენსიე უდუმაშვილის და კომკავშირელ ჩიქოვანისგან განსხვავებულად უყურებს ზუგდიდისა და ქვეყნის მომავალს და არც ტრაიბალიზმის კლიშეები აწუხებს. აუცილებლად მოვიწვევ მას სადისკუსიოდ ღია ეთერში თუ პრივატულად ჩაიზე", - წერს უგულავა Facebook-ზე.

ენმ-ის ზუგდიდის მაჟორიტარ კანდიდატის ვინაობასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია გავრცელდა, მათ შორის ითქვა, რომ შესაძლოა ზუგდიდში კენჭი მიხეილ სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას ეყარა.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატად ექიმი მალხაზ ჯალაღონია წარადგინა.


close დახურვა