logo
ENG



ფეხბურთელის სიცოცხლის მოსპობის მიზეზი, სავარაუდოდ, უბნებს შორის დაპირისპირება გახდა

22 ივნ 202020:05
3 წუთის საკითხავი
clock 647

უბნებს შორის დაპირისპირება გახდა,სავარაუდოდ, 19 წლის სპორტსმენის სიცოცხლის მოსპობის მიზეზი. 4-დღიანი ძებნის შემდეგ დაკარგული ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს.

სპორტსმენის გაუჩინარებას წინ უძღოდა შეკრება, სადაც ოჯახისა და ადვოკატის ცნობით, ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი მოხდა. ფეხბურთელის კვალი სწორედ ამის შემდეგ ქრება.

ოჯახის ახლობელი ოქროს მოწმეზე დაყრდნობით „ფორმულას“ უყვება, რომ აგარაკზე მომხდარ დაპირისპირებაში თავად შაქარაშვილი არ მონაწილეობდა და ადგილი მალევე დატოვა.

ცნობილია, რომ საქმეზე პოლიციამ ინცინდენტის მიმდებარე ტერიტორიიდან კამერების ჩანაწერები ამოიღო, გამოძიების კითხვებს უკვე უპასუხეს იმ პირებმა, რომლებიც წვეულებაზე ფეხბურთელთან ერთად იმყოფებოდნენ. საქმეს გამოძიება გადააკვალიფიცირებს


close დახურვა