logo
ENG



ფეხბურთის ფედერაცია: სომხეთისა და საქართველოს მატჩს პოლონეთი უმასპინძლებს

06 ოქტ 202017:50
3 წუთის საკითხავი
clock 534
0396luakd125a3g.jpg

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, უეფას გადაწყვეტილებით, 2020-2021 წლების სეზონის ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრა სომხეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის ნეიტრალურ სტადიონზე გაიმართება.

მიზეზი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებაა. შესაბამისად, ერევნის ნაცვლად სომხეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს პოლონეთის ქალაქ ტიხში დაუპირისპირდებიან. მატჩი 11 ოქტომბერს თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. 

ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, უეფას ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრა სომხეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის გულშემატკივრის გარეშე გაიმართება.


close დახურვა