logo
ENG



ფრანგიშვილი: პირველი გმირი ამ საქმეში არის ექთანი და მომვლელი

02 აპრ 202021:29
3 წუთის საკითხავი
clock 3853

ექიმი იაგო ფრანგიშვილი აცხადებს, რომ გერმანიაში კოონავირუსით ინფცირებული პაციენტები თვითიზოლაციაში, სახლში გადიან მკურნალობას. 

როგორც ფრანგიშვილმა გადაცემაში "კოვიდ-19" აღნიშნა, მედიკოსებს ასეთ პაციენტებთან მუდმივი კონტაქტი აქვთ. გარდა ამისა, სპეციალისტის განცხადებით ინფიცირებულთა დიდ ნაწილს ექიმის დახმარება არ სჭირდება და მათ მომვლელები ან ოჯახის წევრები უვლიან. 

"არის ექიმებზე და გმირებზე საუბარი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ პირველი გმირი ამ საქმეში არის ექთანი და მომვლელი. სამედიცინო სისტემის გმირობა ის არის, რომ ამ საქმეს ექიმი საერთოდ არ დასჭირდეს. 90% ადამიანებისა საერთოდ არ საჭიროებს ექიმის ჩარევას. ის ავადმყოფებიც კი, ვისაც ფილტვების ანთება აქვთ, თუ სპორტულები არიან, თუნდაც ასაკოვნები იყვნენ, თავს კარგად გრძნობენ. ჩვენ გვაქვს ყველა პაციენტთან კომუნიკაცია", - განაცხადა იაგო ფრანგშვილმა. 


close დახურვა