logo
ENG



ღვამიჩავა შენგელიაზე: გვყავს საერთო წინაპარი, თუმცა არ გვაქვს ახლო ნათესაური კავშირი

04 აგვ 202017:50
3 წუთის საკითხავი
clock 692

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა, სადაც დღეს პრეზიდენტის მიერ დანიშნული არამოსამართლე წევრი თამარ ღვამიჩავა პირველად წარსდგა, ხმაურის ფონზე წარიმართა.

ღვამიჩავასთან კითხვები ჰქონდა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრს ნაზი ჯანეზაშვილს. კერძოდ, მას აინტერესებდა არის თუ არა ის საბჭოს მოსამართლე წევრის, ირაკლი შენგელიას ნათესავი.

ღვამიჩავასა და შენგელიას შორის ნათესაური კავშირი, საბჭოს სხდომაზე თავად ირაკლი შენგელიამაც დაადასტურა, თუმცა თქვა, რომ მას ღვამიჩავასთან ახლო ნათესაური კავშირი არ აქვს.

ირაკლი შენგელიას თქმით, ნაზი ჯანეზაშვილი "ბინძურ კამპანიას" აწარმოებს. ის ირწმუნება, რომ თავად ნაზი ჯანეზაშვილი თავადაა მისი ნათესავი. ჯანეზაშვილის თქმით, ეს ასე არ არის.

რაც შეეხება თამარ ღვამიჩავას, ის აცხადებს, რომ მას და შენგელიას საერთო წინაპარი ჰყავდათ, თუმცა ახლო ნათესავები არ არიან. ღვამიჩავას მტკიცებითვე, იუსტიციის საბჭოში მისი დანიშვნის პროცესთან შენგელიას არანაირი შეხება არ ჰქონია.

"ბატონ ირაკლი შენგელიას და მე გვყავდა საერთო წინაპარი. ამ პროცესებთან ბატონ ირაკლის არანაირი შეხება არ ჰქონია.

მე დაგიდასტურეთ, რომ უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ დამიჭირა მხარი და წარმადგინა ამ პოზიციაზე. შესაბამისად მარტივი გასაგებია, საიდან მოდის ეს ყველაფერი და რას უკავშირდება.

ეს იყო კონკურსი და წინასწარ ამის შესახებ ინფორმაცია არავის ექნებოდა. კონკურსის შედეგად გახდა ცნობილი, თუ ვისზე შეაჩერა თავისი გადაწყვეტილება პრეზიდენტმა.. ჩვენ არ გვაქვს ახლო ნათესაური კავშირი, მაგრამ ვადასტურებ რომ გვყავს საერთო წინაპარი",-განაცხადა თამარ ღვამიჩავამ.

შეგახსენებთ, 23 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის თანამდებობაზე თამარ ღვამიჩავა დანიშნა.

ღვამიჩავამ საბჭოში ანა დოლიძე შეცვალა, რომელმაც თანამდებობა ვადაზე ადრე, 22 ივნისს დატოვა.  

 

 

 

 


close დახურვა