logo
ENG



შავგულიძე: უმჯობესი იქნებოდა სრული ოპოზიციური შეთანხმება ყოფილიყო

15 სექ 202021:18
3 წუთის საკითხავი
clock 811

მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ოპოზიციის საერთო კანდიდატმა შალვა შავგულიძემ ფორმულას ეთერში განაცხადა, რომ უმჯობესი იქნებოდა, მაჟორიტარებთან დაკავშირებით, სრული ოპოზიციური შეთანხმება მომხდარიყო.

შავგულიძის თქმით, მეორე ტურში ოპოზიციას ხელისუფლების დამარცხების უფრო დიდი შანსი ექნება.

"უმჯობესი იქნებოდა სრული ოპოზიციური შეთანხმება ყოფილიყო. მოხდა ისე როგორც მოხდა და ლელოს კანდიდატი საკმაოდ წარმატებულ საარჩევნო კამპანიას აწარმოებს. ამ შემთხვევაში შეთანხმების ის ნაწილი, რომ მეორე ტურში ყველა ოპოზიციურმა პარტიამ მხარი დაუჭიროს ყველაზე წარმატებულ ოპოზიციურ კანდიდატს ძალაშია და მეორე ტურში, ეს გაცილებით გააუმჯობესებს შედეგს. თუმცა, უდავოა, რომ უფრო მეტი შანსი იყო თუ პირველივე ტურში მოვახდენდით შეთანხმებას არა მარტო თბილისში, სადაც ასე თუ ისე მოხდა შეთანხმება, არამედ რეგიონებში. საერთო ჯამში, იმედი გვაქვს, რომ ოპოზიცია შეძლებს ხელისუფლების გასტუმრებას", - განაცხადა შავგულიძემ.

Edison Research-ის კვლევის შედეგებით, კითხვაზე, თუ ვის მისცემდნენ ხმას მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს, პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:

ბექა ოდიშარია, ქართული ოცნება - 49%;

შალვა შავგულიძე, ოპოზიციის საერთო კანდიდატი - 36%;

საბა ბუაძე, ლელო - 10%;

ჯაბა ჯიშკარიანი, ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი - 2%;

სხვა კანდიდატები - 3%;

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.

კვლევა 25 აგვისტო - 7 სექტემბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის მეთოდოლოგიაზე ინფორმაცია დაწვრილებით იხილეთ აქ.


close დახურვა