logo
ENG



შავიშვილი: აჭარაში კლასტერული ხედვა აღარ არის, გავრცელება საზოგადოების ყველა ფენაშია

14 სექ 202012:25
3 წუთის საკითხავი
clock 432
შავიშვილი: აჭარაში კლასტერული ხედვა აღარ არის, გავრცელება საზოგადოების ყველა ფენაშია

ჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის განცხადებით, აჭარაში კლასტერული ხედვა აღარ არის, რადგან გავრცელება საზოგადოების ყველა ფენაშია.

როგორც მან ჟურნალისტებთან თქვა, ყველა ახალი შემთხვევა შიდა გავრცელებაა. 

"კლასტერული ხედვა აღარ არის იმიტომ, რომ არის გავრცელება საზოგადოების ყველა ფენაშია. სიტუაცია, ჯერჯერობით, კონტროლს ექვემდებარება. 108 შემთხვევა ყველა შიდა გავრცელებაა. წყარო ზოგის ნაცნობია, ზოგის - უცნობი. ამ 108-ში პოლიციელიც არის, ექიმიც არის", - განაცხადა შავიშვილმა.

მისივე თქმით, ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ხულოში.

საქართველოში დღეს, 14 სექტემბერს კორონავირუსით ინფიცირების 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 108 ბათუმში დადასტურდა.


close დახურვა