logo
ENG



შატილის გზაზე მომხდარი ავარიის გამო, საქართველოში 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა

24 აგვ 202011:01
3 წუთის საკითხავი
clock 768
შატილის გზაზე მომხდარი ავარიის გამო, საქართველოში 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა

მთავრობის გადაწყვეტილებით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის გამო 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. შესაბამის განკარგულებას პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა.

განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვება.

შატილის გზაზე ავტოავარიის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, 3 კი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა გუშინ მოხდა, სამგზავრო მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.


close დახურვა