logo

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი: გამოძიებას თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლი ჩამოეშლება

clock 30 ივნ 202009:13

1 მოწმის 4 ურთიერთგამომრიცხავი ჩვენება  გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეში - ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატის გიორგი გელხაურის თქმით, ოქროს მოწმემ, გურამ ამირხანაშვილმა საქმეში 4 ჩვენება  მისცა, რომელიც ერთმანეთის  საწინააღმდეგოა. სწორედ ამიტომ, სასამართლოს არ აქვს უფლება, ის მტკიცებულებად გამოიყენოს.

„ეს არის ოთხი ურთიერთგამომრიცხავი ჩვენება, სადაც ერთგან ამირხანაშვილი ამბობს, რომ იძულების წესით წაიყვანეს. მეორე შემთხვევაში ამბობს, რომ თავის ნებით გაჰყვა. მესამე შემთხვევაში ამბობს, რომ არ უცდია კარის გაღება და მანქანის დატოვება. მეოთხე შემთხვევაში აცხადებს, რომ ჩამოიყვანეს თბილისში და მასზე არანაირი სახის ძალადობა არ განხორციელებულა. თუ ჩვენებებში წინააღმდეგობებია, ის მტკიცებულება დაუშვებელია. გამომდინარე აქედან, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, მუხლი 143-ე ჩამოეშლება გამოძიებას“, - განაცხადა გელხაურმა.

გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის თქმით კი, საქმის დეტალების გამოძიება ამ ეტაპზე ხიდის ეპიზოდზე მიდის, ამ დრომდე კი გამოძიებაში გარდაცვლილის ოჯახისთვის მნიშვნელოვანი დეტალები არ იკვეთება. 

„მოცემულ ეტაპზე, ახალი გარემოება არ არის. მთელი ძალისხმევა მიმართულია გიორგის ეპიზოდისკენ, რომ ჩვენ ბოლომდე ამოვწუროთ ყველა სახის საგამოძიებო მოქმედებები - მათ შორის ექსპერტიზები, საგამოძიებო მოქმედებები და ა.შ.“, - აცხადებს ნიკოლაძე.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

გარდა ამისა, უწყებამ შაქარასვილის გარდაცვალების საქმეზე მოპოვებული ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული. 

დაკავებულთა შორის არიან მორაგბეები, ერთი მოჭიდავე და ერთი ფეხბურთელი ირაკლი წაქაძე, გიორგი შაქარაშვილის მეგობარი. 

შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.

19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა