logo
ENG



შევდივართ უფრო რთულ ფაზაში, დაავადება არაა დამარცხებული-ზურაბიშვილი

26 მაი 202011:52
3 წუთის საკითხავი
clock 284
d5siex67n7tolp2.jpg

სალომე ზურაბიშვილმა ვაზიანში გამართულ მიღებაზე ისაუბრა კორონავირუსის მომავალ საფრთხეებზე და მოუწოდა მოქალაქეებს, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ დაიცვან რეკომენდაციები, რათა აცილებულ იქნეს ინფექციის მეორე ტალღა.

„შევდივართ უფრო რთულ ფაზაში. უნდა გავაცნობიეროთ, რომ დაავადება არაა დამარცხებული. დაგვჭირდება ბალანსის პოვნა სიფრთხილესა და თავისუფლებას შორის. აწი ჩვენზე, ინდივიდუალურად და კოლექტიურად იქნება დამოკიდებული, როგორ შევინარჩუნებთ შედეგს და დავიცავთ თავს მეორე ტალღისგან. უნდა მოვემზადოთ ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების დასაძლევად. ეს მოითხოვს გამძლეობას და სოლიდარობას - ამაშიც ქვეყანა უნდა იყოს ერთიანი. დაპირისპირება და პოლარიზაცია საფრთხეს წარმოადგენს. ვინც ამ დროს ექიმების მიმართ უნდობლობის გაჩენას და ხელოვნური მიზეზებით დაპირისპირების მიზეზის პოვნას ცდილობს, ის ქვეყნის გადარჩენას ებრძვის. ასეთ კრიზისში საზოგადოების დაუცველ ფენებს სჭირდებათ ყველაზე მეტი დახმარება", - ამბობს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი 23 მაისს გაუქმდა. ის 21 მარტიდან მოქმედებდა.


close დახურვა