logo
ENG



შესაძლოა, რუსთავი კოვიდ-19 ის დაინფიცირების ახალ კერად და საკარანტინო ზონად იქცეს

02 აპრ 202019:57
3 წუთის საკითხავი
clock 338

შესაძლოა, რუსთავი კოვიდ-19 ის დაინფიცირების ახალ კერად და საკარანტინო ზონად იქცეს, ამ გადაწყვეტილების მისაღებად ახლა ყველა „ქართული ოცნების“ დეპუტატის დიაგნოზს ელოდება. რუსთავის საკრებულოს 20 დეპუტატი და მათ შორის თავმჯდომარე თვითიზოლაციაშია, აკვირდებიან იმ მოხალისეებსაც, ვისთან ერთადაც საეჭვო სიმპტომების მქონე დეპუტატმა მოქალაქეებს სახლში პროდუქტი მიუტანა. 

კორონავირუსზე შემოწმების შედეგებს ელოდება თავად საკრებულოს წევრის მთელი ოჯახიც, -  მას შემდეგ, რაც დეპუტატის დედას კოვიდ 19 უკვე დაუდასტურდა. „ფორმულას“ ინფორმაციით,  ყველა მათგანი ვირუსის დადასტურებამდე დეპუტატის დედამ რამდენჯერმე მოინახულა. ქალი ეროვნული ბანკის იმ 7 თანამშრომელს შორის არის, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა და რომელიც ე.წ. ფულის პირველი კლასტერია საქართველოში. 

ეროვნული ბანკის თანამშრომელი ქალი  წელის ტკივილით  რუსთავის ცენტრალურ კლინიკაში სასწრაფოს ბრიგადამ მიიყვანა. ექიმებმა სიმპტომებში ეჭვი შეიტანეს და მხოლოდ ამის შემდეგ გახდა ცნობილი,რომ  მას ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.  კოვიდ 19-ი მას რამდენიმე საათში დაუდასტურდა

შესაძლოა თუ არა მარნეულის და ბოლნისის შემდეგ კარანტინში აღმოჩნდეს რუსთავი - ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ დამოკიდებულია საკრებულოს დეპუტატის ანალიზის პასუხზე და მასთან შემხებლობაში მყოფი ადამიანების რაოდენობაზე, რომელიც ამ დროისთვის მინიმუმ 40-ია და შესაბამისი უწყებები სხვების იდენტიფიცირებაზე მუშაობენ. კარანტინზე ამ ეტაპზე არც დაავდებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში საუბრობენ.

 


close დახურვა