logo
ENG



შსს: ვარკეთილში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ერთი პირია დაკავებული 

05 ივნ 202020:11
3 წუთის საკითხავი
clock 321
gume70kp5jf8nw6.png

„ვარკეთილში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ერთი პირია დაკავებული“, - ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჩაკეტილი მოქალაქე ა.ი., რომელიც ამავე სახლის ფანჯრიდან, მეზობლების თანდასწრებით, მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებას ახდენდა და უმისამართოდ ისროდა, რითაც უხეშად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს.

„პოლიციელებმა მიღებულ შეტყობინებაზე ოპერატიულად მოახდინეს რეაგირება და დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე.

ადგილზე მისულ სამართალდამცველებს დახვდათ საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჩაკეტილი მოქალაქე ა.ი., რომელიც ამავე სახლის ფანჯრიდან, მეზობლების თანდასწრებით, მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებას ახდენდა და უმისამართოდ ისროდა, რითაც უხეშად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს.

მიუხედავად პოლიციელების არაერთი მოწოდებისა, იგი კვლავ აგრძელებდა მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლას.

რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ა.ი. დაემორჩილა სამართალდამცველების მოთხოვნას და საცხოვრებელი სახლი დატოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა იგი ადგილზე დააკავეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


close დახურვა