logo
ENG



შსს: ახალქალაქში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დავაკავეთ

09 აგვ 202010:00
3 წუთის საკითხავი
clock 753
შსს: ახალქალაქში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალქალაქში განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1 პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებულ პირს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

"სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს დანაშაულის ჩადენის იარაღი. სამართალდამცველებმა ა.გ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნავენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენა დაკავების მიზნით გრძელდება.

ცნობისთვის, გუშინ ახალქალაქის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდაშემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მას შემდეგ, რაც ახლობლებმა 27 ბიჭის გარდაცვალების შესახებ შეიტყვეს, დააზიანეს 2 ავტომანქანა და დაწვეს რამდენიმე სახლი.
ფორმულას ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდა სოფელ კულიკამიდანაა, მას 2 თვის ორსული მეუღლე დარჩა.

close დახურვა