logo
ENG



შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც ქობულეთში ბანკის ინკასატორი გაძარცვა

24 ოქტ 202015:07
3 წუთის საკითხავი
clock 1594

შსს-ის ცნობით, დააკავეს კაცი, რომელმაც ქობულეთში ინკასატორი გაძარცვა.

დანაშაული 22 ოქტომბერს მოხდა - კაცი ქობულეთში, "საქართველოს ბანკის" სერვისცენტრის მიმდებარედ, თავს დაესხა შპს "დაირექტ დებიტ ჯორჯიას" ინკასატორს, რომელსაც ამავე კომპანიის კუთვნილი ფული - 55 000-მდე ლარი ძალადობით გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის შედეგად ნაძარცვი თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება სსკ-ს 178-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.

დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა