logo
ENG



შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ყოფილ ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მოკვლით დაემუქრა

24 სექ 202010:14
3 წუთის საკითხავი
clock 307
70iu4zdl17zipff.jpg

შსს-ს ცნობით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის, მუქარისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით 1989 წელს დაბადებული ზ.დ. დააკავეს.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა ყოფილი მეუღლე მისი ნების საწინააღმდეგოდ სოფელი დაბის მიმართულებით არსებული ტყისკენ წაიყვანა, სადაც ყოფით საკითხზე არსებული უთანხმოების ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. 

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 4 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა