logo
ENG



შსს მინისტრის მოადგილე სპეცოპერაციაზე: მოლაპარაკებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

21 ოქტ 202020:03
3 წუთის საკითხავი
clock 441

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის თქმით, ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში, თავდამსხმელებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მანვე მედიას მოუწოდა, თავი შეიკავოს მიმდინარე მოვლენების პირდაპირ ეთერში, უშუალოდ შემთხვევის ადგილიდან გაშუქებისგან.

"როგორც ნახეთ, მოლაპარაკებების შედეგად ორი მძევალი გათავისუფლებულია.  მოლაპარაკებები ინტენისურ რეჟიმში მიმდინარეობს. შსს და ყველა სამართალდამცავი უწყება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მძევლები უსაფრთხოდ დავაბრუნოთ მათ ოჯახებში...

დეტალებზე მიზანმიმართულად არ ვისაუბრებ. თხოვნა მაქვს მედიის წარმომადგენლებთან, რომ შემთხვევის ადგილი, მიმდებარე ტერიტორია პირდაპირ ეთერში არ გააშუქონ, რადგან ეს ყველაფერი ხელს უშლის მოლაპარაკების პროცესს. მაქსიმალური ზიანი რომ თავიდან ავიცილოთ, გთხოვთ,  თავი შეიკავოთ პირდაპირ ეთერში შემთხვევის ადგილის გაშუქებისგან",-განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ. 

ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში სპეცოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. ტერორისტს აყვანილი ჰყავდა 20-მდე მძევალი, საიდანაც 3 უკვე გათავისუფლებულია.

 


close დახურვა