logo

შსს - არასრულწლოვნის მოტაცებისთვის 3 პირი დავაკავეთ, ერთერთმა ის გააუპატიურა

clock 0 clock 113 clock 29 ივლ 202018:41
შსს - არასრულწლოვნის მოტაცებისთვის 3 პირი დავაკავეთ, ერთერთმა ის გააუპატიურა

 

მარნეულის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვნის ქორწინების მიზნით მოტაცებისთვის და გაუპატიურებისთვის სამი ადამიანი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულებმა ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები, 2005 წელს დაბადებული მოზარდი, წინასწარი შეთანხმებით მოიტაცეს და მათი ახლობლის სახლში მიიყვანეს, სადაც ერთ-ერთმა ბრალდებულმა ის გააუპატიურა.

„სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამივე ბრალდებული გამოძიების დაწყებიდან მეორე დღეს დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ასევე, 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთას და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს.

დანაშაულები 7-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა