logo
ENG



ჩარკვიანი: გაუგებარია, როგორ წავართმევდით ხმებს - მიშას ხმები, მიშას ხმებია

03 აგვ 202014:13
3 წუთის საკითხავი
clock 448
9zpyb5nxkaxizb4.jpg

პარტია "კანონი და სამართლის" დამფუძნებელმა, თაკო ჩარკვიანმა "ფორმულასთან" საუბარში მიხეილ სააკაშვილის მიერ გიორგი ვაშაძის ბნელ ძალად მოხსენიება შეაფასა და მას პოლიტიკურად მცდარი უწოდა.

ჩარკვიანის თქმით, მან ვერ გაიგო, თუ რას ემსახურებოდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადება.

"როგორც პოლიტიკოსის, მცდარი ინტერვიუ იყო. ნახევრად ხუმრობით სოციალურ ქსელში ფერადი ყვავილები გავუგზავნე და ვუთხარი, რომ შეიძლება, ოლიგარქიული მმართველობის პირობებში ქვეყანა შავ-თეთრი სჩანს, მაგრამ ხალხი შავ-თეთრად არ აზროვნებს.

გენეტიკაც არის ის, რომ ჩვენ არ ვართ ორხმიანი ქვეყანა. ჩვენ ვართ მრავალხმიანი ქვეყანა ოქროს ფოლკლორით, ამ მრავალფეროვნებას ითხოვს განვითარებული პოლიტიკური საზოგადოება.

მე ვფიქრობ, რომ სააკაშვილის ეს განცხადება, რბილად რომ ვთქვათ, იყო არასწორი. თუ ვიტყვით, რომ ის გამოვიდა და ნაციონალური მოძრაობის ხმები დაიცვა, აქ უფრო რაციონალური მარცვალი შეგვიძლია დავინახოთ. თუმცა, ესეც გაუგებარია, როგორ წავართმევდით ხმებს - მიშას ხმები, მიშას ხმებია. მე ვერ გავიგე შფოთვა საიდან იყო“, - აღნიშნა ჩარკვიანმა.

"ფაქტია, რომ გიორგი ვაშაძე ბნელ, არასწორ მხარეს გადავიდა", - ამის შესახებ სააკაშვილმა "მთავარის" ეთერში, პარტია "ახალი საქართველოს"ლიდერზე საუბრისას განაცხადა.


close დახურვა