logo
ENG



ჩერნობილში ტყის ხანძრის გამო, რადიაციის დონემ იმატა

06 აპრ 202015:21
3 წუთის საკითხავი
clock 593
vqt6zwxb4n20qis.jpg

ჩერნობილის ზონაში ტყის ხანძრის გამო ატომური ელექტროსადგურის მახლობლად რადიაციის დონემ იმატა, - ამის შესახებ DW უკრაინის ეკოლოგიური ინსპექციის ხელმძღვაენლზე, ეგორ ფირსოვზე დაყრდნობით იუწყება. 

სპეციალისტი აცხადებებს, რომ გაზრდილი რადიაციის დონე ნორმას აღემატება. 

"100 ჰექტარის ფართობი იწვის. ცუდი ამბებია - ხანძრის ცენტრში რადიაცია ნორმაზე მაღალია", -წერს ფირსოვი და სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს. 

აღნიშნულ ვიდეოში ჩანს, რომ გეიგერის მრიცხველზე დაფიქსირებული მაჩვენებელი ნორმაზე 16-ჯერ მაღალია.

შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს ჩერნობილის ტყეში ხანძარი გაჩნდა, რომელსაც უკვე 2 დღის განმავლობაში ებრძვიან. მაშველები მის ჩაქრობას ვერ ახერხებენ. 


close დახურვა