logo

ჩვენთან ჰქონდათ კითხვები, ჩვენ რა კითხვები გვქონდა მათთან - რამიშვილი კრიმპოლში შეხვედრაზე

clock 0 clock 659 clock 31 ივლ 202022:22
9ljynm3l7xn8acb.jpg

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს მამუკა ჭელიძეს შეხვდნენ.

როგორც ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

„დეტალური საუბარი გვქონდა ბატონ მამუკა ჭელიძესთან თუ რა პირობებში მიმდინარეობდა სამხარეო პოლიციაში გამოძიება, იმ არანორმალურ მდგომარეობასთან, დროის გაჭიანურებასთან, რაც იყო. ყველა კითხვები დაუსვეს ოჯახის წევრებმა. გვითხრეს, რომ ყველანაირად ეცდებიან უმოკლეს ვადაში გასცენ კითხვებს პასუხები, მოძიებული იქნას ყველაფერი. ჯერ არაფერი დადგინდა. ვერაფერზე პასუხი ვერ გაგვცეს, რადგან დღეს გადმოიტანეს საქმის მასალები. ჩვენთან ჰქონდათ კითხვები, ჩვენ რა კითხვები გვქონდა მათთან. არაფერზე არ იყო საუბარი. ნდობა-არნდობა დამოკიდებული იქნება როგორ წარიმართება გაცნობის შემდგომი ურთიერთობები“, - აღნიშნა რამიშვილმა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი  ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

29 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმე შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით კრიმინალურ თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა