logo
ENG



ჩვენი საინვესტიციო იმიჯი მყარია, მას სჭირდება სერიოზული გაფრთხილება - თურნავა „ფრონტერაზე"

23 ივლ 202012:30
3 წუთის საკითხავი
clock 399

„ჩვენი საინვესტიციო იმიჯი იმდენად მყარია, რომ მას სჭირდება სერიოზული გაფრთხილება. ჩვენთვის ეს არ არის მხოლოდ იმიჯი, ჩვენთვის ეს არის სერიოზული ღირებულება, რომელსაც დავიცავთ", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „ფრონტერას" შესახებ საუბრის დროს მედიას განუცხადა.

თურნავას თქმით, 1997 წლიდან მოყოლებული, როდესაც „ფრონტერა" საქართველოში შემოვიდა, კომპანია ვალდებულებებს თითქმის ვერასოდეს ასრულებდა. 

„2017 წელს, როდესაც მორიგ ჯერზე დადგა დედლაინი და ჩვენ ვერ დავინახეთ, რომ ის ვერ ასრულებს ამ ვალდებულებებს, იძულებულები გავხდით, რომ საერთაშორისო არბიტრაჟისთვის მიგვემართა. დავის შემდეგ არბიტრაჟმა მხარი დაუჭირა ქართული მხარის მოთხოვნებს, რის შემდეგაც „ფრონტერას დაეკისრა სასამართლო დავის საფასურის ანაზღაურება, ეს არის დაახლოებით 6 მლნ დოლარი.

დაეკისრა 99% ძებნა ძიების არეალის სახელმწიფოსთვის დაბრუნება და ფრონტერამ წერილით გვაცნობა რომ აბრუნებს ამ არეალს. და ჩვენ შეგვექმნა საფუძველი, რომ მთლიანად მოგვეშალა კონტრაქტი ფრონტერასთან. დანარჩენ 1%-თან დაკავშირებით მივიღეთ გადაწყვეტილება და ვაჩერებთ კონტრაქტის მოშლის მოთხოვნას, ვუტოვებთ ამ 1% ტერიტორიას. ",- განაცხადა თურნავამ. 

მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, „ფრონტერას" ეკონომიკის სამინისტრო კონტრაქტს აღარ გაუუქმებს. სამინისტროს ცნობით, გადაწყვეტილება ქვეყნისთვის საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებული საერთაშორისო რეპუტაციის შენარჩუნების მიზნით იქნა მიღებული.  


close დახურვა