logo

ცერცვაძე: ჩემი ინფორმაციით, დაინფიცირებული მედპერსონალი ბათუმის ინფექციური საავადმყოფოდანაა

clock 30 მარ 202023:05
z1l8hs84jojufjg.png

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „ფორმულასთან საუბარში დაადასტურა, რომ მისი ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირებული მედპერსონალი ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექთანია. 

„დაუდასტურებელი ინფორმაციით, მედპერსონალი ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექთანია“, - განაცხადა ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 103 ადამიანი დაინფიცირდა კორონავირუსით და აქედან ერთდერთი მედპერსონალია. 

ამავდროულად, გამოჯანმრთელდა კიდევ ორი ადამიანი და მათი საერთო რაოდენობა 20 აღწევს.

კარანტინში იმყოფება 5114 ადამიანი, ხოლო სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 263 ადამიანი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი და საყოველთაო კარანტინი ცხადდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა