logo

ციხელაშვილი მამაკაცის გარდაცვალებაზე: ის არის მსხვერპლი, არაადამიანური და არალეგალური შეზღუდვებისა

clock 20 მაი 202017:13

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ახალგორის ტერიტორიაზე 63 წლის მამაკაცის გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება.

მისი განცხადებით, მამაკაცის სიცოცხლე იმ არაადამიანურმა და არალეგალურმა შეზღუდვამ იმსხვერპლა, რასაც საოკუპაციო რეჟიმი ცხინვალის მოსახლეობას უწესებს. 

მისივე თქმით, ასეთ სამედიცინო საჭიროებაზე გადაადგილების შეზღუდვა არ უნდა ფერხდებოდეს. 

„კიდევ ერთხელ ეს არის მორიგი მსხვერპლი იმ არაადამიანური და სრულიად არალეგალური შეზღუდვებისა, რომელიც მოსახლეობას აქვს ცხინვალის რეგიონში. ასეთ გადაუდებელ სამედიცინო საჭიროებაზე გადაადგილება არ უნდა ფერხდებოდეს. აბსოლიტურად მიუღებელია, ატარებს ეთნიკურ ნიშანს და ამძიმებს იმ მოქმედებებს რასაც საოკუპაციო რეჟიმი ახორციელებს“, - აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.  

შეგახსენებთ, რომ 63 წლის მამაკაცი ჯანმრთელობის დამძიმების შემდეგ სოფელ კარალეთთან მაშინ გარდაიცვალა, როცა წითელ ჯვარს ის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოჰყავდათ.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა