logo
ENG



ცქიტიშვილი ონლაინ სესხებზე: ამ ვითარებაში ადამიანის გასაჭირზე ფულის გაკეთება მართებული არაა

03 აპრ 202013:53
3 წუთის საკითხავი
clock 414
8bllnmoeb348zmd.jpg

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქტიშვილმა ონლაინ სესხების გამცემ კომპანიებს და ლომბარდებს მოუწოდა, რომ გაითვალისწინონ არსებული რეალობა.

ცქიტიშვილის თქმით, ამ ვითარებაში ადამიანის გასაჭირზე ფულის გაკეთება მართებული არაა.

„ინიციატივა, რომელიც იყო ბანკებისა და მიკროსაფინანსოების მხრიდან სესხების გადავადება, იყო მთავრობისა და მათი ერთობლივი გადაწყვეტილება. ამას არანაირი ძალადობრივი ხასიათი ვერ ექნებოდა.

"ჩვენ შეგვიძლია მოვუწოდოთ მიკროსაფინანსოებს, რომელთაც ეს გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ, გადაიაზრონ არსებული ვითარება. მიხვდნენ, რომ ეს ორგანიზაციებიც ატარებენ სოციალურ პასუხისმგებლობას. მაშინ, როდესაც ყველანი ვცდილობთ დავიცვათ მოქალაქეთა ინტერესები და გავუფრთხილდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც დაკარგავენ შემოსავალს გლობალური პანდემიის შედეგად, ვერ იქნება ერთი კონკრეტული ბიზნესი, რომელიც ეს გამოწვევა არ შეეხება.

"სხვა ადამიანის გასაჭირზე ფულის გაკეთება არის ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება ამ ორგანიზაციებმა გააკეთონ. მოდით, დავიცვათ იმ მოქალაქეების ინიტერესები, რომლებიც ხვალ და ზეგ ჩვენი ბიზნესის მომხმარებლები გახდებიან. ამ ორგანიზაციებს მომავალში შეიძლება რეპუტაციული პრობლემა ჰქონდეთ“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.


close დახურვა