logo
ENG



ცქიტიშვილი - მაქსიმალურად ვიზრუნებთ, რომ სოციალურად დაუცველებს გვერდში დავუდგეთ

30 მარ 202018:11
3 წუთის საკითხავი
clock 542

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე სოცილურ დაუცველ ოჯახებთან დაკავშირებით ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს იმისათვის, რომ მოსახლეობის ყველაზე შეჭირვებულ ფენას გვერდში დაუდგეს.

„სოციალურად დაუცველები ყოველთვის იყო ჩვენი ზრუნვის საგანი და დღესაც ხედავთ, იგივე მარნეულში, ბოლნისში და სხვა მუნიციპალიტეტებში, ჩვენი თანამშრომლები, მოხალისეები, ბიზნესის წარმომადგენლები მაქსიმალურად ზრუნავენ ყველაზე შეჭირვებულ ფენაზე. ეს არის უკვე ის სოლიდარობის აქტი, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში ვაწარმოებთ. ჩვენ მაქსიმალურად ვიზრუნებთ იმაზე, რომ ყველაზე შეჭირვებულ ფენას გვერდში დავუდგეთ“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი და საყოველთაო კარანტინი ცხადდება.


close დახურვა