logo
ENG



წინანდალში, სასტუმრო რედისონში ხანძარი ლოკალიზებულია - შედეგად არავინ დაშავებულა

08 ივლ 202002:22
3 წუთის საკითხავი
clock 449

წინანდალში, სასტუმრო რედისონში ხანძარი ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე სიტუაციების მართვის სამსახურის 35 თანამშრომელი მუშაობს და მობილიზებულია 6 სახანძრო სამაშველო ტექნიკა.

წინანდლის მამულის განცხადებით, სასტუმროში ხანძრის შედეგად დაიწვა საუნა და მიმდებარე ტერიტორია.

 


close დახურვა