logo
ENG



წულუკიანი ჯაჭვლიანზე: ამდენი ემოცია არც ერთ სვან კაცში მინახავს, როგორც ჩანს, ნაწყენია

27 ოქტ 202013:03
3 წუთის საკითხავი
clock 2883
წულუკიანი ჯაჭვლიანზე: ამდენი ემოცია არც ერთ სვან კაცში მინახავს, როგორც ჩანს, ნაწყენია

ქართული ოცნების წევრი თეა წულუკიანი მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტის, სოსო ჯაჭვლიანის განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ ჯაჭვლიანი "ნაწყენია და სამწუხაროა, რომ მან თავისი წყენის გამოხატვა იმ ხალხთან გადაწყვიტა, რომლებმაც რუსთაველზე აქცია ისე დაარბია, რომ სისხლის გუბეები იდგა".

წულუკიანი იმედოვნებს, რომ ჯაჭვლიანს "წყენა გადაუვლის და სხვანაირად ილაპარაკებს":

 "მე არ მგონია, რომ ბატონი სოსო ჩემთვის შორეული ადამიანია, ეს ცოტა უფრო პიროვნულ ნოტაზე ვსაუბრობ და არა მხოლოდ პოლიტიკურად, ძალიან სამწუხარო სანახაობა იყო, როდესაც ის სწორედ იმ ხალხთან მივიდა საკუთარი წყენის გამოსახატად, რომელმაც მისივე მონაწილეობით, რუსთაველზე აქცია ისე დაარბია, რომ სისხლის გუბეები იდგა ჩვენი დედაქალაქის მთავარ გამზირზე და ასეთ ხალხთან ბატონ სოსოს მოუნდა, რომ თავისი ხვაშიადი გამოეფინა საჯაროდ.

მე მინახავს სვანი კაცები, იმიტომ რომ მათში გავიზარდე, თუმცა ამდენი ემოცია არცერთში არ მინახავს. ის როგორც ჩანს არის ნაწყენი, გადაუვლის ეს წყენა და იმედია, რომ სხვანაირად ისაუბრებს",-ამბობს წულუკიანი.

სოსო ჯაჭვლიანმა ქართული ოცნება გუშინ, 26 ოქტომბერს დატოვა.

მან მმართველ გუნდს ზონდერბრიგადა უწოდა და თქვა, რომ "ეს რეჟიმი უნდა წავიდეს".

მკლავჭიდის ფედერაციაში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, 20 ოქტომბერს, სოსო ჯაჭვლიანმა ფორმულას განუცხადა, რომ კახა კალაძის ცოლის ძმა გიორგი არეშიძე ერთი ადამიანის პირით მას დაემუქრა და თანამდებობის დატოვება მოსთხოვა. 

ამასთან დაკავშირებით კომენტარი თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა და ჯაჭვლიანის განცხადებას სიცრუე უწოდა


close დახურვა