logo
ENG



ჭრილობა აქვს წვივში, ანუ გარბოდა - ქაცარავა ოკუპანტების მიერ დაკავებულ მოქალაქეზე

11 ივლ 202020:34
3 წუთის საკითხავი
clock 528

ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეს ჭრილობა წვივში აქვს - დავით ქაცარავას ინფორმაციით, კახა გახელაძე გარბოდა და ამიტომ ესროლეს.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ახალგზარდა მამაკაცი სოკოს მოსაგროვებლად იყო წასული.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის თქმით, ეს უკვე ბოლო ორ კვირაში მეორე შემთხვევაა, როცა რუსი ოკუპანტები საქართველოს მოქალაქეს ესვრიან.

„უკვე მერამდენედ ვიგებთ, რომ ოკუპანტები გადმოდიან და იტაცებენ ჩვენს მოქალაქეებს. ბოლო ორ კვირაში არის მეორე გატაცება, როცა ესვრიან კიდეც. დაჭრილია წვივის მიმდებარედ, სადაც დაჭრეს, მეტყველებს იმაზე, რომ გარბოდა და დაჭრეს, რომ არ გაქცეულიყო", - აცხადებს დავით ქაცარავა.

„ფორმულას“ ინფორმაციით, ოკუპანტებს მამაკაცი ახალგორის წინასწარი დაკავების საკანში ჰყავთ გადაყვანილი.

შეგახსენებთ, რომ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალიდან ახალგაზრდა მამაკაცი რუსმა ოკუპანტებმა დღეს გაიტაცეს


close დახურვა