logo
ENG



ხაზარაძე: "ოცნებამ" რკინიგზა ზარალიანი გახადა, როცა საუკეთესო მდებარეობა გვაქვს

31 ივლ 202017:57
3 წუთის საკითხავი
clock 370
a288j2sq5xc8e8k.jpg

 

„ქართულმა ოცნებამ“ რკინიგზა ზარალიანი გახადა, მაშინ, როდესაც ყველაზე კარგი მდებარეობა გვაქვს ევროპასა და აზიაში, - ეს განცხადება პოლიტიკურმა გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სამტრედიაში 32-ე რაიონული ორგანიზაციის გახსნაზე გააკეთა.

„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ სამტრედიის მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ სახელმწიფომ რკინიგზის მეშვეობით ქვეყანას მილიარდ ლარამდე ზიანი მიაყენა.

„სამტრედიამ შექმნა რკინიგზის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამანაწილებელი კვანძი, რამაც საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის ეკონომიკას რეგიონში. დღეს ამ რკინიგზამ, რომელიც სახელმწიფოს ხელშია, თითოეულ ჩვენგანს მილიარდ ლარამდე ზარალი მიაყენა. „ქართულმა ოცნებამ“ რკინიგზა ზარალიანი გახადა, მაშინ, როდესაც ყველაზე კარგი მდებარეობა გვაქვს ევროპასა და აზიაში“, - აღნიშნა ხაზარაძემ.

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა კიდევ ერთხელ ახსენა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკითხი და სამტრედიის მოსახლეობას დაჰპირდა, რომ პროექტი, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ამუშავდება.

 


close დახურვა