logo
ENG



ხაზარაძე: მიშას და ბიძინას თამაშიდან ისევ ჩვენ უნდა გამოვიყვანოთ ქვეყანა

16 ოქტ 202014:49
3 წუთის საკითხავი
clock 710
8xwsn6negvcncvj.jpg

ლელოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ თუ არჩევნების შემდეგ ქართული ოცნება კვლავ ხელისუფლებაში დარჩება, ეს ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება. 

გარდა ამისა, პარტიის ლიდერმა ქვეყანაში ქვეყნაში არსებულ წინასაარჩევნო ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნების შემდეგ, ლელო საქართველოში კორუფციას დაასრულებს. 

"წარმოიდგინეთ, რომ 31 ოქტომბრის შემდეგ ისევ ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი მართავს საქართველოს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ასეთ ვითარებაში ქვეყანა დაღუპულია, რადგან  ადამიანებს ერთადერთი ამოცანა რჩებათ, როგორმე ეს ხელისუფლება გაისტუმრონ. ფინანსები რომელიც მმართველმა გუნდმა ვალის სახით მოიზიდა და ისევ ჩვენი, მოქალაქეების, გადასახდელია, დარიგდა არაგონივრულად და სელექციურად. გაიწერა მათთან დაკავშირებულ კომპანიებზე. სიას თუ ჩავხედავთ, ვინ შესწირა პარტია ქართულ ოცნებას ფული ნათლად დავინახავთ, რომ ისევ ამ კომპანიებმა. გპირდებით, რომ ეს კორუფცია არა მხოლოდ დასრულდება, არამედ თითოეული მათგანი დაისჯება, იმიტომ რომ ეს არის ქურდობა და ქვეყნის ღალატი, როდესაც მთავრობა ხალხის ფულს ჯიბეში იდებს", - განაცხადა  ხაზარაძემ. 

მან ასევე იმ ამომრჩევლებს მიმართა, რმოელთაც ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტიათ, მიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას.  

"მინდა იმ ამომრჩეველს მივმართო, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობა ჯერ კიდევ არ აქვთ გადაწყვეტილი. მათი ეს პოზიცია ქვეყანას ისევ ამ მდგომარეობაში დატოვებს, ან უარესში ჩააგდებს. ამიტომ მოგიწოდებთ, აუცილებლად გააკეთეთ თქვენი არჩევანი. მიშას და ბიძინას თამაშიდან ისევ ჩვენ უნდა გამოვიყვანოთ ქვეყანა", -აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, Edison Research-ის კვლევის შედეგებით, პასუხები კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები რომ დღეს ჩატარდეს, პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება: ქართული ოცნება - 36%; ენმ - ძალა ერთობაშია - 17%; ევროპული საქართველო - 5%; 24% ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას, გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი - 4%; ლეიბორისტული პარტია - 3%; პატრიოტთა ალიანსი - 3%; გირჩი - 2%: ლელო - 2%; მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი - 1%, ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო - 1%; გამარჯვებული საქართველო - ირაკლი ოქრუაშვილი - 1%; სხვა პარტიები - 1%. 

ამასთან, გადაუწყვეტელ 24%-ს ჰკითხეს, ვისკენ უფრო იხრება მათი სიმპათია - ქართული ოცნებისკენ თუ ოპოზიციური პარტიისკენ. კითხვაზე "მაინც ვის მისცემდით ხმას, ქართულ ოცნებას თუ ოპოზიციურ პარტიას, უფრო ვისკენ იხრება თქვენი სიმპატია", პასუხები ასე განაწილდა: ოპოზიციური პარტია - 30%; ქართული ოცნება - 13%; არ ვიცი/უარი პასუხზე - 57%. 


close დახურვა